NATO რუსეთს მოუწოდებს, შავ ზღვასა და ქერჩის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება უზრუნველყოს. ამის შესახებ NATO-ს განცხადებაშია რომელიც ალიანსის პრესსამსახურის წარმომადგენელმა Twitter-ზე გაავრცელა.
როგორც პრესამსამსახურის წარმომადგენელი წერს, "რუსეთი გეგმავს შავი ზღვისა და ქერშის სრუტის ნაწილებზე შესვლის შეზღუდვას, რაც გაუმართლებელი ნაბიჯი იქნება და წარმოადგენს დესტაბილიზაციის უფრო ფართო ნიმუშის. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, დაუშვას ნავიგაციის თავისუფლება. NATO-ს მოკავშირეები არ აღიარებენ ყირიმის უკანონო ანექსიას".
"მოვუწოდებთ რუსეთს, უზრუნველყოს თავისუფალი წვდომა აზოვის ზღვაში უკრაინის პორტებთან და თავისუფალი ნავიგაცია. რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ რუსეთმა არსებითად გაზარდა სამხედრო წარმომადგენლობა ნახევარკუნძულზე და მის გარეშემო.
რუსეთის მიერ ყირიმის, შავი და აზოვის ზღვის მილიტარიზაციის გაგრძელება არის უკრაინის დამოუკიდებლობისადმი მუქარის გაგრძელება და ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და პატივისცემით მოეკიდოს საერთაშორისო ვალდებულებებს", -ნათქვამია NATO-ს განცხადებაში.