COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 219 ადამიანს დაუდასტურდა, 301 გამოჯანმრთელდა, 9 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 046 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 754 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 292 PCR ტესტით.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 294 540 ადამიანს დაუდასტრდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 280 132-მდე გაიზარდა, ვირუსს ჯამში 3 925 ადამიანი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: 16 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.58 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.91%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.26%.

ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევიდან 676 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 126, იმერეთი - 61, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 55, გურია - 46, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 123, კახეთი - 39, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

მიმდინარე აქტიური შემთხვევა 10 457, საიდანაც: 2 848 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 471, აჭარაში - 398, იმერეთში - 369.

მძიმე პაციენტი 494, მათ შორის, თბილისში - 247, აჭარაში - 70, იმერეთში -73.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 89, მათგან თბილისში - 66, აჭარაში - 7, იმერეთში - 8.

427 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 225 - თბილისში, 188 - აჭარაში. 7 182 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 335 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 253, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 16 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 417 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 042 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 987 პირი, აჭარაში - 2 475, იმერეთში - 1 137.