აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო: ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

"ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორი იქნება მიღწეული", – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო Twitter-ში წერს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო აღნიშნავს, ეს არის საქართველოს წინსვლის ერთადერთი გზა.

"ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორი იქნება მიღწეული. ეს არის საქართველოს წინსვლის ერთადერთი გზა. ვაშინგტონში ჩვენი გულწრფელი საუბრების არასწორი დახასიათება გულდასაწყვეტია“, - ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.