აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 2021 წელს ისტორიულად დაბალი რაოდენობის, 15 000-მდე ლტოლვილის მიღებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც Reuters-ი წერს, ჯაიდენის ამ გადაწყვეტილებამ ლტოლვითა უფლებების დამცველებისა და ზოგიერთი "დემოკრატი" კონგრესმენის უკმაყოფილება გამოიწვია.
კრიტიკის მომატებასთან ერთად, თეთრმა სახლმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ბაიდენი მისაღები ლტოლვილების საბოლოო ზღვარს 15 მაისამდე დააწესებს.
ჯო ბაიდენმა მიმდინარე წლის თებერვალში პირობა დადო, რომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ზღვარს, რომელმაც მისაღები ლტოლვილების რაოდენობა 15 000-მდე შეამცირა 62 500-მდე გაზრდიდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ლტოლვილთა მიღების პროგრამა განსხვავდება მიგრანტთა თავშესაფრის სისტემისგან. ლტოლვილების შემოწმება ჯერ კიდევ საზღვარგარეთ უნდა მოხდეს, განსხვავებით მიგრანტებისგან, რომლებიც შემოდიან აშშ-ის საზღვარზე და შემდეგ ითხოვენ თავშესაფარს.