მოსკოვი, ვარშავის ქმედებების საპასუხოდ, ხუთ პოლონელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„ჩვენი ყურადღება მიიქცია იმან, თუ რა სწრაფად შეუერთდა ვარშავა აშშ-ის ადმინისტრაციას და მოითხოვა, რომ სამ რუს დიპლომატს პოლონეთი დაეტოვებინა. თავის მხრივ, ხუთი პოლონელი დიპლომატი რუსეთიდან იქნება გაძევებული,“- აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
პოლონეთში რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადეს. ვარშავამ თქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი "ამ პირთა მიერ დიპლომატიური სტატუსის პირობების დარღვევა და პოლონეთის რესპუბლიკის საზიანოდ ზომების ჩატარება" იყო. .