17 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აქცია ჯამში 27 654-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 237 ადამიანი აიცრა.
"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.