ოპოზიციის წარმომადგენლები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეხვედრას მართავენ. ეს ხელისუფლების ოპონენტების პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" კრისტიან დანიელსონის შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, ამ თემასთან ერთად, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ 15 მაისს დაგეგმილ აქციასა და სამოქმედო გეგმას.
ოპოზიცია ამ ეტაპზე დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს, ვინაიდან დოკუმენტში პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ ჩანაწერი მკაფიო არ არის.