89 წლის რაულ კასტრომ პარასკევს განაცხადა, რომ კუბის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგება და ამით დასრულება მისი და მისი ძმის, ფიდელ კასტროს ოფიციალური ხელმძღვანელობის ხანა, რომელიც დაიწყო 1959 წლის რევოლუციით. ამის შესახებ ინფორმაციას Usatoday ავრცელებს.
როგორც რაულ კასტრომ აღნიშნა მან "შეასრულა თავისი მისია".
კასტროს არ უთქვამს, ვის დაუჭერს მხარს კომუნისტური პარტიის პირველი მდივნის უფლებამონაცვლედ.
სავარაუდოდ, პარტიის სათავეში მას კუბის მოქმედი პრეზიდენტი, 60 წლის მიგელ დიას-კანელი ჩაანაცვლებს. შესაბამისად, სრულდება რევოლუციონერი ძმების, ფიდელ და რაულ კასტროების მმართველობის ეპოქა, რომელიც 1959 წელს დაიწყო.