ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთზე თავდასხმა რუსეთზე თავდასხმას ნიშნავს

"სომხეთის უსაფრთხოების სისტემა სომხეთ-რუსეთის სტრატეგიულ და სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს ემყარება", - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, "სომხეთზე თავდასხმა რუსეთზე თავდასხმას ნიშნავს"

"ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა სომხეთ-რუსეთის სტრატეგიულ და სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს ემყარება. წმინდა უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ რუსეთთან გვაქვს ერთიანი სამხედრო ჯგუფი, საჰაერო თავდაცვის ერთობლივი სისტემა კავკასიის რეგიონში. ამ შეთანხმების ლოგიკა შემდეგია: სომხეთზე თავდასხმა ნიშნავს რუსეთზე თავდასხმას. ჩვენ აქ უსაფრთხოების საერთო სისტემა გვაქვს", - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

.