ზიგიმანტას პავილიონისი: მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან - ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი სწორი მიმართულებით

"მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან", - ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ზიგიმანტას პავილიონისი, მმართველი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას Twitter-ში ეხმაურება.

"მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან - კიდევ ერთი ნაბიჯი სწორი მიმართულებით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ერთიანობა და კომპრომისი საქართველოს მომავლისთვის ჩვენს ტრანსატლანტიკურ ოჯახში“, - წერს პავილიონისი.