Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
dაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, აღდგომის დღეებში ვაქცინაცია შეჩერდება.
"გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო.
ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე დოზა. ყველფერი კეთდება რეგისტრაციის ტექნიკური სირთულის დასაძლევად! ვაქცინის მეორე დოზა ყველა თქვენგანისთვის დრულად და რეკომენდებული ვადების დაცვით იქნება ხელმისაწვდომი", - ნათქვამია გაცხადებაში.