ექიმთა ალიანსი: ნავალნი თირკლმის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ არის, რამაც შესაძლოა, გულის გაჩერება გამოიწვიოს

ექიმთა ალიანსის პროფკავშირის განცხადებით, საპატიმროში მყოფ ალექსეი ნავალნის მხედველობა უარესდება და ამავე დროს თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ იმყოფება.

როგორც reuters-ს ექიმთა ალიანსის წარმომადგენელმა განუცხადა, ნავალნის ანალიზების პასუხები ნავალნის ადვოკატების საშუალებით მოიპოვეს.

”მისი მდგომარეობა ნამდვილად კრიტიკულია. ჩვენ ვნახეთ ანალიზები და ისინი ძალიან, ძალიან ცუდია. კალიუმის დონე და სხვა მაჩვენებლებიც მაღალია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა მას მალე თირკმლის უკმარისობა დაემართოს. ეს გამოიწვევს მწვავე პათოლოგიას და შეიძლება მოხდეს გულის გაჩერება," - განუცხადა reuters-ს ზახაროვამ.

მსოფლიოში აღიარებულმა კინოვარსკვლავებმა, მუსიკოსებმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა მწერლებმად დღეს, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართეს, სადაც საპატიმროში მყოფ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან, ექიმების შეშვებას ითხოვენ.

წერილს ხელს აწერს 70-ზე მეტი მსოფლიოში ცნობილი ხელოვანი.

„მოგიწოდებთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, რომ უზრუნველყოთ ალექსეი ნავალნისათვის გადაუდებელი მკურნალობა და მოვლა, რასაც იგი საჭიროებს და რის უფლებაც მას რუსეთის კანონმდებლობით. როგორც პირს, რომელმაც კანონის დაცვის ფიცი გაქვთ დადებული, თქვენ ვალდებული ხართ ეს გააკეთოთ“, - წერია მიმართვაში.

პოკროვის გამოსასწორებელ კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სათანადო მკურნალობის შესაძლებლობას არ აძლევენ. საპატიმროში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმა, ზურგის და ფეხების არეში ძლიერი ტკივილები დაეწყო. 31 მარტს ნავალნიმ შიმშილობა გამოაცხადა და კვალიფიცირებული სამედიცინო დახმარება მოითხოვა. კოლონიის ექიმებმა მას ხერხემალზე ორი თიაქარი აღმოუჩინეს.