დღეიდან ისრაელში ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა

ისრაელი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებს ამსუბუქებს.

როგორ ცნობილია, 18 აპრილიდან ისრაელში ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.

ამასთანავე, Time of israel- ი წერს, რომ ქვეყანა მომავალი კვირიდან მაღაზიების გახსნისთვისაც ემზადება.

გამოცემის ინფორმაციით, ისრაელი ეკონომიკის გახსნასთან ერთად, ქვეყანაში სკოლებსაც ხსნის.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის 5 341 887-მა მოქალაქემ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა, 4 965 696 კი, უკვე ორივე დოზით არის აცრილი.

შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, საჯარო დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეებში მასშტაბურ შეკრებებზე პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოა.