დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ჩინური sinopharm-ის ვაქცინით აცრა 4 მაისიდან დაიწყება.
,,დღეს არის საშუალება 55 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრისა Astrazeneca-თი და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაეწეროს და აიცრას. მეორე, ასევე გადაწყვეტილია, რომ მალე ამოქმედდება ჩინური sinopharm-ით აცრები, დაიწყება 4 მაისიდან, რომელიც ქვეყანაში არის დასაწყობებული 100 000 დოზის რაოდენობით”, - განაცხადა გამყრელიძემ ,,რუსთავი 2-თან”.