სასამართლომ ბრალდებულს, რომელმაც „საქართველოს ბანკში“ მძევლები აიყვანა პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს, რომელმაც „საქართველოს ბანკში“ მძევლები აიყვანა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასმართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ნიკოლოზ წურწუმიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულოს ორგანიზაცია და პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი ორი და მეტი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ „საქართველოს ბანკში" მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა