ბათუმის ბულვარში საპროტესტო აქცია გაიმართა

ბათუმის ბულვარში საზოგადოება „ბათომის“ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით,ბულვართან მრავალსართულიანი კორპუსებისა და სხვა სახის შეუსაბამო მშენებლობებს არ დაუშვებენ.

მათივე ინფორმაციით,აქცია სიმბოლურად ძეგლთა დაცვის საერთაშოროსო დღეს დაამთხვიეს და აღნიშნეს, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს სოლიდარობას უცხადებენ.

„ძეგლთა დაცვის საერთაშორისო დღეს შევიკრიბეთ ბულვარისა და სამოქალაქო ღირსების დასაცავად. შევახსენებთ ყველას, რომ ბულვარი არის საქართველოს თითოეული მოქალაქის საკუთრება და არა ფულიანი ხალხის, რომლებმაც მიიტაცეს ჩვენი საგანძურის უნიკალური ტერიტორიები, დგამენ იქ ცათამბჯენებს, ღობავენ სანაპიროებს და იზომავენ უნიკალურ მწვანე სივრცეებს საკუთარ ეზოდ. შეწყდეს ბულვარის განადგურება და ადამინების უსამართლოდ ჩაგვრა. ბათუმი აღარ ითმენს უკიდურეს უსამართლობასა და უკანონობას“, – განაცხადეს აქციაზე.