ეგვიპტეში სარკინიგზო ავარიის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ეგვიპტეში სარკინიგზო ავარიას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

როგორც ცნობილია, სამგზავრო მატარებელი ქვეყნის დედაქალაქ კაიროს ჩრდილოეთით კალიუბიის პროვინციაში რელსებიდან გადავიდა.

მატარებელი ქალაქ ალ-მანსურიდან კაიროში მიდიოდა. რელსებიდან გადასვლის შემდეგ, შემადგენლობის ექვსი ვაგონი გადატრიალდა.