აღმოსავლეთ უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას ქართული ეროვნული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი Facebook-ში ავრცელებს.
"სამწუხაროდ დღეს ბრძოლაში დაეცა ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი და მებრძოლი დათო შარტავა, ბოლო რამდენიმე თვე მივლენილი იყო ერთ ერთ ბრიგადაში, დათო ჯარისკაცის გარდა ჩემი მეგობარი იყო. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს", - წერს მამულაშვილი.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილი დავით შარტავა ქართული ლეგიონის რიგებში 2016 წლიდან ირიცხებოდა. ქართული მხარის თანხმობის შემთხვევაში მის ცხედარს სამშობლოში ჩამოასვენებენ.
მამულაშვილის თქმით, ქართველი მებრძოლი დონბასში სამხედრო დავალების შესრულების დროს რუსული "ჰიბრიდული ძალების" მხრიდან დივერსანტის მიერ ნასროლი ნაღმსატყორცნის ჭურვით დაიღუპა.