"გირჩის" წევრები ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი და იაგო ხვიჩია პარლამენტში მივიდნენ.
"გირჩის" წევრების თქმით, მათი პარლამენტში ვიზიტი ტექნიკური ხასიათის იქნება, საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ადამიანების გაცნობას აპირებენ და საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩაერთვებიან.
"ჩვენ ვაპირებთ ადამიანების გაცნობას და ამ პოლიტიკაში არა ჩხუბის, არამედ ადამიანური ურთიერთობების, ემოციების დამკვიდრებას.
რას შევძლებთ, ამას მომავალი გვაჩვენებს,"-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.