"ლელო" შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს

"ლელო-საქართველოსთვის" მედიატორის მიერ შედგენილ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ გადაწყვტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

"ლელოს" წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარტია დოკუმენტის შინაარსს პრინციპულად ეთანხმება. ის მხარს უჭერს ხელმოწერას და პროცესების გადატვირთვას.

"ლელო პრინციპულად ეთანხმება დოკუმენტს. ცხადია მასში არის გარკვეული საკითხები, რაც პრაქტიკაში არის მნიშვნელოვანი რომ უნდა დაზუსტდეს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველა პუნქტების შესრულება იყოს მედიატორების ყურადღების ქვეშ და ჩვენ ამაზე, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას. მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია დღეს ქვეყნისთვის, რომ მიღწეულ იქნას პოლიტიკური შეთანხმება და ლელო, აი ამ შეთანხმების სულისკვეთებით, მხარს უჭერს ხელმოწერას".- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.