"უნდა დავრწმუნდეთ, რომ დოკუმენტს ორივე მხარე მოაწერს ხელს", - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრილიუს ლანდსბერგისი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს Twitter-ზე გამოეხმაურა.
"ჩვენი პირადი რწმენაა, რომ დოკუმენტი, რომელიც წარდგენილი იყო ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისგან და რომელსაც შესაძლოა ხელი მოაწეროს ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა, არის ძალიან ძლიერი გზავნილი წუხილისა და მხარდაჭერის. ახლა უნდა დავრწმუნდეთ, რომ დოკუმენტს ორივე მხარე მოაწერს ხელს. მოგვიანებით კი, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული და დოკუმენტში გაწერილი პირობები შესრულდება",- თქვა ლანდსბერგისმა.