საფრანგეთის ელჩი: შეთანხმება საქართველოს უფრო ძლიერს გახდის და ჩვენ ძლიერი საქართველოს ნახვა გვსურს

"შეთანხმება საქართველოს უფრო ძლიერს გახდის და ჩვენ - საფრანგეთსა და ევროკავშირს ძლიერი საქართველოს ნახვა გვსურს", - საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი შარლ მიშელის ახალ წინადადებას Twitter-ზე გამოეხმაურა.

„შეთანხმება საქართველოს უფრო ძლიერს გახდის და ჩვენ - საფრანგეთსა და ევროკავშირს ძლიერი საქართველოს ნახვა გვსურს. გასული დღეებისა და საათების განმავლობაში პარტიებმა შეთანხმების მიღწევის პროცესის დასრულებისადმი ინტერესი გამოხატეს. სიმამაცის, თავდაჯერებულობის გამოხატვისა და ერთიანობის ძიების დროა“, - წერს კოლასი.