Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 100 მილიონი დოზა შეიძინა.
როგორც გამოცემა წერს, საერთო ჯამში, მიმდინარე წელს ევროკავშირი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 600 მილიონ დოზას მიიღებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.