თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღავრის გაზრდა 43%-მდე - "ქართული ოცნება" მორიგ განცხადებას ავრცელებს

"ქართული ოცნება" დღეს უკვე მეორე განცხადებას ავრცელებს მედიატორების შეთავაზებუკლ საბოლოო დოკუმენტთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია, პარტია მზად არის ხელი მოაწეროს ახალ შეთანხმებას, თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 43%-მდე გაზრდის მაჩვენებლით.

"ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა ევროკავშირის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარდგენილი, განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით შეთანხმდა 8 მარტის შეთანხებით და ასახულია კონსტიტუციაში, კანონმდებლობაში და სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არ აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი, დღეს, პარტიის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღვრის გაზრდა 43%-მდე. „ქართული ოცნება” მზად არის შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით", - ნათქვამია განცხადებაში.