"მოხარული ვარ, რომ ავიაკომპანია Wizzair-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები აღადგინა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ქუჩებში პირველი ტურისტები გამოჩნდნენ.
"დიდი გამოწვევაა პანდემიის მესამე ტალღა, რომელშიც ვიმყოფებით, მაგრამ საკმაოდ დიდი ენერგია დაიხარჯა უსაფრთხოების პროტოკოლებისა და ზომების დანერგვაში. ქუჩებში გამოჩდნენ პირველი ტურისტები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, Wizzair-მა - ჩვენმა ცნობილმა პარტნიორმა და დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ უკვე აღადგინა ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.
ჩვენი ამოცანაა, რომ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ტურიზმის აღდგენის პირველ ტენდენციებს, შევასრულოთ ყველა რეგულაცია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ ქვეყნის სტუმრებს და არ დავუშვათ ვირუსის იმ დონეზე გავრცელება, რაც მომავალში ხელს შეგვიშლის ტურიზმის სექტორის აღდგენაში", - განაცხადა თურნავა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, მაისიდან იგეგმება კიდევ რამდენიმე მიმართულების აღდგენა - მათ შორის, რიგიდან და დორტმუნდიდან და ეტაპობრივად სხვა მიმართულებებიც აღდგება.