კახეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში ახალი კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული ქალი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა.

ქალი პროფესიით ექიმია და იგი თბილისის რამდენიმე კლინიკაში მუშაობს.

ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგები კორონავირუსის ინფიცირებული ქალის კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ვირუსის გამო კახეთში დღეიდან კვლავ ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბი.