"მოვუწოდებ ოპოზიციას, განსაკუთრებით "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", იყოს კონსტრუქციული და დაეხმაროს საქართველოს სწრაფად ნორმალიზებაში", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა Twitter-ში წერს.
ევროპარლამენტარი ხელისუფლებას დოკუმენტზე ხელმოწერის მზაობის გამო აქებს.
"ცნობილია, რომ მე ხშირად მკაცრი ვარ საქართველოს მთავრობის მიმართ, რადგან მსურს, რომ საქართველო ევროკავშირთან ახლოს იყოს, თუმცა ამჯერად უნდა შევაქო ისინი შეთანხმების ხელმოწერაზე სურვილის გამო და მოვუწოდებ ოპოზიციას, განსაკუთრებით "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", იყოს კონსტრუქციული და დაეხმაროს საქართველოს სწრაფად ნორმალიზებაში", - წერს გრეგოროვა.