ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

დღეს, პრეზიდენტის სასახლეში, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, ხელი მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონია პირადაპირ ეთერში გაიმართა და ონლაინ ჩაერთო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი.

ოპოზიციური პარტებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შემდეგმა პარტიებმა. "სტრატეგია აღმაშენებელმა", ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლება", პარტია "გირჩმა", "ლელომ", რესპუბლიკელებმა, "მოქალაქეებმა"

პარტიის სახელით დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავი შეიკავა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ", თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი. როგორც სადეპუტატო მანდატის მფლობელმა. ინდივიდუალურად მოაწერა ხელი "ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემაც, რომელმაც პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვა.