დღეს საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ჩამოვა. ამის შესახებ მან, გუშინ, პრეზიდენტის სასახლეში შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ბრიუსელიდან გამართული ტელეხიდის დროს თქვა.
პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოში ვიზიტისას ის შეხვდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და განიხილავს სამომავლო ნაბიჯებს, რომლებმაც უნდა გაამყაროს კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
"ხვალ ჩამოვალ თბილისში, რათა შეგხვდეთ ყველას და გავმართოთ დისკუსია იმაზე, როგორ გავაძლიეროთ კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. მე მოუთმენლად ველი ხვალ თქვენთან შეხვედრას. მადლობა", - თქვა შარლ მიშელმა.