"მივესალმები პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებას, ხელი მოაწერონ შეთანხმებას და კრიზისის დასასრულებლად წინ გადადგან ნაბიჯი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი Twitter-ში წერს.
"მივესალმები პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებას, ხელი მოაწერონ შეთანხმებას და კრიზისის დასასრულებლად წინ გადადგან ნაბიჯი.
მადლიერი ვარ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციისთვის. ევროკავშირი და აშშ ყოველთვის მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას.
საქართველოს მმართველი პარტია ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ შეუქცევადს ხდის", - წერს ზალკალიანი.