"დიდი ნაბიჯი საქართველოში შერიგებისკენ - შეთანხმებას ხელი მოეწერა", - ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერას Facebook-ზე ეხმაურება.
"დიდი ნაბიჯი საქართველოში შერიგებისკენ! ევროკავშირის ჩართულობით გრძელი და რთული მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას ხელი მოეწერა. ხვალ თბილისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ჩავა, ხოლო მომდევნო კვირას - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი!“ - დაწერა ჟიგიმანტას პავილიონისმა Facebook-ზე.