"მივესალმებით შეთანხმებას, ეს მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს განვითარებისთვის", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი Twitter-ში წერს.
"ჩვენ მივესალმებით საქართველოში 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას. კეთილსინდისიერების ეს ნიშანი მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. მისი განხორციელებაც ასეთივე მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ვრჩებით მზად, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამ შეთანხმების მიზნების მისაღწევად", - წერს ნედ პრაისი.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ და ორმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.