ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 792 ადამიანს დაუდასტურდა, 663 გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 940 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 256 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 684 PCR ტესტით.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 297 728-ს. მოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 282 237-მდე. ვირუსს ჯამში 3 959 ინფიცირებული ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: 19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.79 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.24%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.92%.
ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან 1 030 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 164, იმერეთი - 96, ქვემო ქართლი - 75, შიდა ქართლი - 85, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 63, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 11 506, საიდანაც: 3 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 793, აჭარაში - 420, იმერეთში - 390.
მძიმე პაციენტი: 581, მათ შორის, თბილისში - 296, აჭარაში - 74, იმერეთში -79.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 89, მათგან თბილისში - 63, აჭარაში - 7, იმერეთში - 9.
513 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 271 - თბილისში, 224 - აჭარაში. 7 723 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 308 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 276, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 19 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 459 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 389 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 923 პირი, აჭარაში - 2 374, იმერეთში - 1 001.