კარლ ჰარცელი პარლამენტის არჩეულ წევრებს  ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად 20 აპრილს ეპატიჟება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარლამენტის არჩეულ წევრებს მიმართავს და 20 აპრილს, დილის 09:00 საათიდან ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად ეპატიჟება. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი Twitter-ზე წერს.

"მივმართავ საქართველოს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს - გეპატიჟებით შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად ევროკავშირის წარმომადგენლობაში, სამშაბათს, 09:00 საათიდან. დიდი მადლობა", – წერსჰარცელი.