"ბრავო პარლამენტის ყველა დეპუტატს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა. იმედი მაქვს, მათ სხვებიც შეუერთდებიან და შეთანხმება შესრულდება", – ამის შესახებ NATO-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი Twitter-ში წერს.
"ევროკავშირისა და აშშ-ის შეთანხმება საუკეთესო შანსია საქართველოსთვის, გამოვიდეს კრიზისიდან. აუცილებელი ნაბიჯი დემოკრატიული პოლიტიკის ნორმალიზებისკენ. აშკარად მეტია გასაკეთებელი, თუმცა საიდანღაც უნდა დაიწყოს. ბრავო პარლამენტის ყველა დეპუტატს, ვინც ხელი მოაწერა. იმედი მაქვს, სხვებიც შეუერთდებიან მათ და შეთანხმება შესრულდება“, - წერს კურტ ვოლკერი.