ლანდსბერგისი: დამაიმედებელი სიახლე საქართველოდან, პოლიტიკური ჩიხის დასასრულებლად შეთანხმება მიღწეულია

"დამაიმედებელი სიახლე საქართველოდან, პოლიტიკური ჩიხის დასასრულებლად შეთანხმება მიღწეულია", – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი Twitter-ში წერს.

"დამაიმედებელი სიახლე საქართველოდან, პოლიტიკური ჩიხის დასასრულებლად შეთანხმება მიღწეულია.

იმედი მაქვს, ყველა პასუხისმგებელი მხარე ხელს მოაწერს შეთანხმებას და შემდეგ ზედმიწევნით შეასრულებს მას. მადლობელი ვარ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და ყველა მხარის, რომ შეთანხმების მიღწევაში დაგვეხმარნენ. ყველაზე დიდი გამარჯვებული ქართველი ხალხია“,- წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.