"მივესალმები საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის, ევროკავშირის შუამავლობით, ჩიხის დასასრულებლად მიღწეულ შეთანხმებას, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ Twitter-ში წერს.
მინისტრის განცხადებით, რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას.
"მივესალმები საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის, ევროკავშირის შუამავლობით, ჩიხის დასასრულებლად მიღწეულ შეთანხმებას.
ეს კარგი ნიშანია იმის, რომ საქართველო განაგრძობს სწორი მიმართულებით სვლას დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ და ევროპულ გზაზე. რუმინეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს", – წერს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.