ჯეიმს აპატურაი: საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება მართლაც კარგი ამბავია

"საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება მართლაც კარგი ამბავია", - სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელის ეგიდის ქვეშ შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერას Facebook-ზე ეხმაურება.

მისი განცხადებით, ეს შეთანხმება საქართველოში პოლიტიკის პოლარიზაციის დაძლევას უნდა ემსახურებოდეს.

„საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება მართლაც კარგი ამბავია, როგორც ქართველებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ყველა ჩვენგანისთვის, ვისაც საქართველოს წარმატების დანახვა სურს. ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩის ძალისხმევას, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადეს. ეს შეთანხმება საქართველოში პოლიტიკის პოლარიზაციის დაძლევას უნდა ემსახურებოდეს“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.