მარინა კალიურანდი: ვულოცავ ყველა პასუხისმგებლიან პოლიტიკოსს, რომელმაც ქართველ ხალხს მოუსმინა

ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელის ეგიდის ქვეშ შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერას Twitter-ზე ეხმაურება.

"ვულოცავ ყველა პასუხისმგებლიან პოლიტიკოსს, რომელმაც ქართველ ხალხს მოუსმინა და ქვეყნის ინტერესები პარტიის ინტერესებზე მაღლა დააყენა. ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას", - წერს ევროპარლამენტარი.