"თქვენი მომავალი მინდა ავირჩიო, თქვენ რომ უკეთესად იცხოვროთ. მე ბევრი გავიარე და თქვენ რომ იყოთ კარგად, ამისთვის მოვედი აქ", - ამბობს 85 წლის არატო ქაქუთია, რომელიც საარჩევნო უბანზე ჩოხით მივიდა. ამბობს, რომ დღევანდელი დღე დღესასწაულია და ასე ამიტომაც გამოეწყო.
"მგონია, დღეს. ძალიან ღირსეული არჩევნები ჩატარდება ხმას იმას მივცემ, თქვენ რომ მოგანიჭებთ ლამაზ ცხოვრებას", - ამბობს ამომრჩეველი.
საარჩევნო უბანზე მივიდა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 85 წლის ეთერ კიკნაძემაც.
"მომავლის იმედით მოვედი, მომავალი უკეთესი რომ გვექნეს. ის არ გვექნეს, რაც ახლა გვჭირს", - უთხრა 85 წლის ქალმა "ლაივპრესს".
ზუგდიდის #27-ე მაჟორიტარულ ოლქში 12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 19 945-მა მოქალაქემ მიიღო. ეს ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის 16,1%-ია.
სულ ზუგდიდის ოლქში 120 3122 ამომრჩეველია რეგისტრირებული.