"მოვუწოდებ ყველა დეპუტატს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას და შევიდნენ პარლამენტში", - საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელი დოკუმენტის ხელმოწერას Twitter-ზე ეხმაურება.
"მივესალმები საქართველოში პოლიტიკური ლიდერების მიერ მიღწეულ შეთანხმებას. ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპია. მოვუწოდებ ყველა დეპუტატს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, შევიდნენ პარლამენტში და მტკიცედ იმუშაონ ევროკავშირის შუამავლობით გათვალისწინებული შეთანხმების შესრულებაზე, საქართველოს მოქალაქეებისა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო ღრმა ურთიერთობებისთვის“, - წერს ჟოზეფ ბორელი.