ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღაიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის განცხადებით, მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდება, რომელიც თბილისს 15:00 საათზე ეწვევა.