ანა ფოტიგა: ველოდები მელიას და რურუას გათავისუფლებას და ყველა ვალდებულების შესრულებას. საქართველოს გაუმარჯოს

"ველოდები მელიას და რურუას გათავისუფლებას და ყველა ვალდებულების შესრულებას. საქართველოს გაუმარჯოს", - ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის შეტანხმების გაფორმების საკითხს Twitter-ში გამოეხმაურა.

"გუშინდელი მრავალპარტიული შეთანხმება არის მკაფიო ნაბიჯი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მადლობა შარლ მიშელს ამ ძალისხმევის წინ გაძღოლისთვის. ველოდები ნიკა მელიას და გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებას და ყველა ვალდებულების შესრულებას. საქართველოს გაუმარჯოს". - წერს ფოტიგა.