პოეტი ზურაბ რთველიაშვილი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა. სიმსივნეს დიაგნოზი მას 2021 წლის მარტში დაუსვეს.
ზურაბ რთველიაშვილი 1967 წელს დაიბადა.
ზურაბ რთველიაშვილი ცნობილია თავისი პერფორმანსებით და ლექსებით: „აპოკრიფი”, „მათი ნებაა…”, „მე ვარ ვენახი”, „მითხარი, როგორ არ მოგწონვარ?”, „ოდდა თავისუფლებას”, „ოდდა მის უდიდებულესობას სამოქალაქო საზოგადოებას”, „ტატჰაგატა”, „წმინდა მგლების ლოცვა” და სხვა.
2018 წელს მისმა პოეტურმა კრებულმა „პოეზიის დიქტატურა“ პრემია „საბა“ მიიღო წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის.