დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განმარტავს, სად აიცრებიან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით ორგანოგადანერგილი პირები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ორგანოგადანერგილი პირების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

"ორგანოგადანერგილ პირებს Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეუძლიათ ჩაიტარონ 2021 წლის 21-23 აპრილს აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ადგილზე მისვლით. (მისამართი: ვაჟა ფშაველა გამზ.#29).

მათი რეგისტრაცია დაცული წესით განხორციელდება ადგილზე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.