თელავში 9 წლის ბიჭს, ზებრაზე გადასვლისას მანქანა დაეჯახა

თელავში 9 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა. ქვეითად მოსიარულე მოზარდი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, როდესაც BMW-ს მარკის ავტომანქანა დაეჯახა.

შემთხვევა ერეკლე მეორის ცენტრალურ მოდანზე მოხდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამ წუთებში შესაბამისი დახმარება უტარდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.