ბრიტანეთის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

ბრიტანეთის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს მე დამკვირვებელი ვარ. მე მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს წავიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ თავიანთი ხმა", - წერს Twitter-ზე მარკ კლეიტონი.

საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ამომრჩევლებისთვის, დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს 8 საათზე დაიხურება.