"პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და ჩართულობა უკვე მდგრადი გახდა", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"განსაკუთრებით სასიამოვნოა დღევანდელი ვიზიტი, ვინაიდან დღეს არის დღე, როცა პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას. ეს ძლიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და ჩართულობა უკვე გახდა მდგრადი.
დღეს არის ახალი დასაწყისის ეტაპი, რომელიც საჭიროებს ძალიან ბევრ შრომას და საქართველომ უნდა განვლოს ევროკავშირის ინტეგრაციის კუთხით.
ქართველმა ლიდერებმა მიაღწიეს ამ შეთანხმებას და ეს მიღწევა თქვენ გეკუთხვნით. მე კარგად ვიცი რაოდენ დიდი ძალისხმევა არის ჩადებული ამ მიმართულებით და რას მოითხოვს ეს მომავალში. ეს არ გახლდათ ადვილი პროცესი. ახლა უკვე ვიცით, რომ გამოწვევები შედარებით მარტივი სამართავია და ადამიანების ამ შედეგს ელოდნენ", - განაცხადა შარლ მიშელმა.