შარლ მიშელი: ნდობა გახლავთ ის, რაც თქვენ გჭირდებათ რათა გააძლიეროთ მთავარი ინსტიტუტები

"ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ლეგიტიმურობის გაძლიერების მიზნით, ნდობა გახლავთ ის, რაც თქვენ გჭირდებათ რათა გააძლიეროთ მთავარი ინსტიტუტები", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ეს შეთანხმება კარგ საფუძველს უქმნის სამომავო რეფორმებს. ეს უკავშირდება საარჩევნო რეფორმას, სამართლებრივ რეფორმას. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია ევროკავშრი-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას. ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ. საქაღტველო ბევრს იშრომებს იმისთვის, რომ განახორციელოს როგორც საარჩევნო, ასევე სასამართლო რეფორმები, რომელიც სასიკეთო შედეგებს მოიტანს ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

მე დარწმუნებული ვარ, რომ თანაბარი ძალები იქნება წარმოდგენილი პარლამენტში და ეს ქინება საფუძველი პარლამენტის მდგარი ფუნქციონირებისა.

ჩვენ სრულ მზაობას გამოვხატავთ თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის. ჩვენი თანამშორმლობა გახლავთ დაფუძნებული საერთო ინტერესებზე. ევროკავშირი არის საქართველოს უდიდესი დონორი" - განაცხადა შარლ მიშელმა.

მისი თქმით, საქართველოსთვის და ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია სხვადასხვა ინსტიტუტის გაძლიერება. ლეგიტიმურობის გაძლიერების მიზნით კი ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა.

"ჩვენ დღეს ასევე ვისაუბრეთ მიზანზე, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების გაძლიერებას საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან.

მივესალმები იმ იდეას რომელიც უკავშირდება საქართველოსა, უკრაინისა და მოლდოვის ლიდერების შეკრებას, რათა განიხილონ ზემოაღნიშნული შეთანხმება. საქართველოსთვის, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია სხვადასხვა ინსტიტუტის გაძლიერება.

დღეს შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ლეგიტიმურობის გაძლიერების მიზნით. ნდობა გახლავთ ის, რაც თქვენ გჭირდებათ რათა გააძლიეროთ მთავარი ინსტიტუტები", - განაცხადა შარლ მიშელმა.