"ჩვენ სრულ მზაობას გამოვხატავთ თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის. ჩვენი თანამშრომლობა დაფუძნებული გახლავთ საერთო ინტერესზე, რომელიც აისახება პრაქტიკული ნაბიჯებით", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ინკლუზიური ჩართულობა იქნება.
"მსურს ავღნიშნო, რომ ჩვენ სრულ მზაობას გამოვხატავთ თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის. ჩვენი თანამშრომლობა დაფუძნებული გახლავთ საერთო ინტერესზე, რომელიც აისახება პრაქტიკული ნაბიჯებით. ევროკავშირი გახლავთ საქართველოს უმსხვილესი დონორი. 200-ზე მეტი მიმდინარე პროექტი არსებობს, რომლის ბიუჯეტი 500 მილიარდ ევროზე მეტი გახლავთ. ეს ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკურ განვითარებაზე, სოფლის მეურნეობაზე, განათლებაზე, ინფრასტრუქტურაზე. ეს არის ზემოაღნიშნული სფეროები, რომელშიც ევროკავშირი ინვესტირებას ახდენს. 1,8 მილიარდ ევროზეა საუბარი, რომელიც მიძღვნილი გახლავთ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, მწვანე ენერგიისთვის.
ჩვენი მზაობა და მხარდაჭერაც მომავალშიც გაგრძელდება. მას შემდეგ რაც ვიხილავთ, ზემოაღნიშნული რეფორმების გაძლიერებას, გაღრმავებას. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი გახლავთ განსაკუთრებით რთული რეგიონული სიტუაციის ფონზე“,- განცხადა შარლ მიშელმა.